მოსწავლეთა სკოლისშემდგომი მხარდაჭერის მასწავლებელი
Job description
თუ გიყვართ ბავშვებთან მუშაობა, შეგიძლიათ შექმნათ გარემო, სადაც სწავლა საინტერესო, სახალისო და შთამაგონებელ პროცესად იქცევა, და გსურთ პროფესიული განვითარება, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ვეძებთ შემოქმედებით, ინიციატივიან და ენერგიულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, პოზიტიური და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც თითოეული ბავშვი თავს დაფასებულად, მხარდაჭერილად და მოტივირებულად იგრძნობ თანამდებობა: მოსწავლეთა სკოლისშემდგომი მხარდაჭერის მასწავლებელი (გახანგრძლივებული ჯგუფი) სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი (საგანმანათლებლო ცენტრი) სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (შესაძლებელია ნახევარი განაკვეთის განხილვაც) საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: ** უმაღლესი განათლება პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით; ** სასკოლო ასაკის მოსწავლეებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** მოსწავლეზე ორიენტირებული, პოზიტიური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული მიდგომა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ** გახანგრძლივებული ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა და ორგანიზება; ** მოსწავლეთა უსაფრთხო და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა; ** მოსწავლეების მხარდაჭერა საშინაო დავალებების შესრულების პროცესში; ** შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; ** მშობლებთან და ადმინისტრაციასთან ეფექტური თანამშრომლობა. ჩვენ გთავაზობთ: ** მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ** სტაბილურ სამუშაო პირობებს. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი ელექტრონულ მისამართზე: [email protected] განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 10 აგვისტო. ელექტრონული წერილის სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.