მთავარი მებაღე
Job description
შპს " უნ 1" აცხადებს ვაკანსიას მთავარი მებაღის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ მთავარ მებაღეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანებული ტერიტორიის პროფესიონალურ მოვლაზე - სეზონური სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, მცენარეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ავტომატური სარწყავი სისტემის მართვასა და დამხმარე მებაღის ყოველდღიურ კოორდინაციაზე. გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ამ პერიოდის განმავლობაში შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა, სამუშაოს ხარისხი, პასუხისმგებლობა და ორგანიზების უნარი. სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო დრო: ორშაბათი-შაბათი, 10:00-19:00 ანაზღაურება: შეთანხმებით ძირითადი მოვალეობები: ** გამწვანებული ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი; ** ხეების, ბუჩქების, დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის პროფესიონალური მოვლა; ** სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება; ** გაზონის მოვლის სრული ციკლის მართვა (თიბვა, განოყიერება, აერაცია, სკარიფიკაცია და სხვა); ** ავტომატური სარწყავი სისტემის მართვა, პროგრამირება და ყოველდღიური კონტროლი; ** სარწყავი სისტემის მცირე ტექნიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად აღმოფხვრა; ** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დროული აღმოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა; ** მცენარეთა დაცვისა და განოყიერების პროცესების ორგანიზება; ** სამუშაოების დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება; ** ტერიტორიის მაღალი ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა; ** დამხმარე მებაღის სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მებაღედ მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; ** ხეებისა და ბუჩქების მოვლის პროფესიული ცოდნა; ** დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის მოვლის გამოცდილება; ** ავტომატური სარწყავი სისტემების პრაქტიკული ცოდნა; ** სარწყავ პროგრამატორებთან მუშაობის გამოცდილება; ** მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობის უნარი; ** სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა; ** მცირე ტექნიკური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება. სასურველია: B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა. პიროვნული უნარები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი; ** დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი; ** დეტალებზე ორიენტირებულობა; ** გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი; ** კომუნიკაციის კარგი უნარი; ** შედეგზე ორიენტირებულობა. თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 აგვისტო. გთხოვთ, ელფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: "მთავარი მებაღე".