TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მტვირთავი

მტვირთავი

ენგადი თბილისი ქართული
Posted Jul 17, 2026 12h ago apply by Aug 15, 2026

Job description

სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას. დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“. ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ ენგადი “ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე თბილისში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი ძირითადი მოვალეობები: საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან; მიღებული საქონლის გადაადგილება, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება; საწყობსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ცარიელი პალეტების, ყუთებისა და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას; შეკვეთის ფურცლის მიხედვით პროდუქციის შეგროვება და შესაბამისი პალეტების მომზადება ავტომანქანების დასატვირთად; სადისტრიბუციოდ მომზადებული საქონლის რეალური რაოდენობის აღრიცხვა და შეკვეთის ფურცელზე დადასტურება; სასაწყობე სივრცეების ნარჩენებისგან დასუფთავება; ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად, დამატებითი ფუნქციების შესრულება, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; საკვალიფიკაციო მოთხოვნები საშუალო განათლება ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება) უნარები/პიროვნული კომპეტენციები მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა; შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული სხვა მითითებები ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება; ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელ. ფოსტაზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 511 126 210. გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება და ადგილმდებარეობა, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი. სს „მარგებელი ჰოლდინგი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას! სს „მარგებელ ჰოლდინგში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს „მარგებელი ჰოლდინგის“ მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებულ იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.