TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

მილანური ბისტრო თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

მილანური ბისტრო აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი, პეკინის 8 სამუშაო გრაფიკი: სრული / ცვლებში მილანური კონცეფციის ბისტრო ეძებს გუნდში გამოცდილ, ენერგიულ და მოტივირებულ მზარეულს, რომელიც გახდება სამზარეულოს „ძლიერი ბირთვი“ და შეფ-მზარეულის მარჯვენა ხელი. ძირითადი მოვალეობები: კერძების მომზადება: იტალიური და ევროპული სამზარეულოს კერძების მაღალ დონეზე, ტექნოლოგიური ბარათებისა და სტანდარტების ზუსტი დაცვით მომზადება. შეფის ასისტირება: შეფ-მზარეულის სრული მხარდაჭერა სამზარეულოს ყოველდღიურ მართვაში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში -პროცესების დამოუკიდებლად გაძღოლა. ხარისხის კონტროლი: პროდუქტის მიღების, შენახვის, დამუშავებისა და კერძის გაცემის პროცესში ჰიგიენისა და ხარისხის უმაღლესი სტანდარტების (HACCP) კონტროლი. მარაგების მართვა: პროდუქტების ნაშთების კონტროლი, შეკვეთების მომზადება და სამზარეულოს დანაკარგების (ჩამოწერების) მინიმიზაცია. გუნდის მხარდაჭერა: ხაზის მზარეულებისა და დამხმარე პერსონალის მუშაობის კოორდინაცია პიკურ საათებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ევროპულ და განსაკუთრებით იტალიურ სამზარეულოში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი რეალური გამოცდილება (პასტის, რიზოტოს, სოუსებისა და იტალიური სტარტერების მომზადების ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა). სამზარეულოს პროცესების მართვისა და ლიდერობის უნარი მაღალი სამუშაო დისციპლინა, პუნქტუალურობა და დეტალების მიმართ ყურადღება. სტრესულ გარემოში, მაღალი დატვირთვის პირობებში სწრაფად და ხარისხიანად მუშაობის უნარი. გუნდური აზროვნება რას ვთავაზობთ: მაღალ და კონკურენტულ ანაზღაურებას 1800 სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას. პროფესიულ განვითარებას. კომფორტულ სამუშაო გარემოს თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ სამზარეულოში. უფასო კვებას. გრაფიკი 5/2-ზე CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ -მზარეული შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით +995555090011 გისურვებთ წარმატებას!