TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / მზარეული

მზარეული

ულუფა თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

გამარჯობა! ჩვენ ვართ ულუფა გვჯერა, რომ საუკეთესო საჭმელი სახლში მზადდება — სიყვარულით, ნამდვილი ხელებით. მაგრამ ბევრ ადამიანს დრო აღარ რჩება, ბევრ საოცარ სახლის მზარეულს კი — გზა, რომ თავისი გემო სხვებამდე მიიტანოს. ულუფა აკავშირებს ამ ორ სამყაროს: სახლის მზარეულებს და ადამიანებს, ვინც ნამდვილ საჭმელს ეძებს — თბილისში. ჩვენი მიზანი მარტივია: სახლის ნამდვილი გემო ხელმისაწვდომი გავხადოთ ყველასთვის, მზარეულებს კი მივცეთ საშუალება, ისარგებლონ საკუთარი ნიჭით. ეს ჩვენი მოგზაურობის დასაწყისია. შემოგვიერთდი და აქციე შენი სახლის კერძები შემოსავლის წყაროდ გიყვარს გემრიელი საჭმლის კეთება? ახლა ამაზე შემოსავლის მიღება შეგიძლია — საკუთარი სამზარეულოდან, საკუთარი გრაფიკით. Ulupa აკავშირებს სახლის მზარეულებს მომხმარებლებთან თბილისში. ჩვენ ვპოულობთ მომხმარებლებს, ვამუშავებთ გადახდას და მიწოდებას — შენ მხოლოდ ამზადებ საყვარელ კერძებს. Ulupa აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე რას იღებ: დამატებით შემოსავალს — ყოველ შესრულებულ შეკვეთაზე სრულ თავისუფლებას — შენ ირჩევ მენიუს, ფასებსა და დღეებს მუშაობას სახლიდან — ფიქსირებული საათებისა და უფროსის გარეშე დაწყება მარტივია: დარეგისტრირდი ulupa.ge-ზე → «გახდი მზარეული» ატვირთე პირადობა და სამზარეულოს ფოტო (ხარისხისა და ნდობისთვის) დაამატე კერძები და მიიღე პირველი შეკვეთა ლოკაცია: თბილისი დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 32 32 93 Ulupa — ერთი ულუფა, შენი ოჯახის პირადი მზარეულისგან.