TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ობიექტის მენეჯერი

ობიექტის მენეჯერი

ამბოლი ზუგდიდი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

ომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 23 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge „ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ზუგდიდის ფილიალში შემდეგ პოზიციაზე: ობიექტის მენეჯერი სამუშაო საათები: 10:00 - 19:00. ობიექტის მენეჯერის ძირითადი მოვალეობები: გაყიდვების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება, გაყიდვების თანამშრომლებისთვის გაყიდვების გეგმის დასახვა და შესრულების მონიტორინგი; გაყიდვებთან დაკავშირებული რეპორტების მომზადება; ობიექტში მიმდინარე პროცესების მართვა, გამართული სამუშაო პროცესის ორგანიზება და მონიტორინგი; კომპანიაში არსებული მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა; მარაგების კონტროლი და შეკვეთების უზრუნველყოფა; სალარო ოპერაციების გამართულად წარმოების უზრუნველყოფა; დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა და სამუშაოს შესრულების ხარისხის კონტროლი. ძირითადი მოთხოვნები: პროფესიული ან/და უმაღლესი განათლება; სასურველია სამუშაო გამოცდილება შესაბამისი პოზიციის მიმართულებით. აუცილებელი უნარები: ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.