TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Odoo Junior Consultant

Odoo Junior Consultant

BeeWise Tbilisi, Georgia
Posted Jul 29, 2026 5 days ago

Job description

ვაკანსიის აღწერილობა BeeWise არის ბიზნესის 360°-იანი მართვის ჰაბი, სადაც ფინანსური სიზუსტე, საგადასახადო გამჭვირვალობა და პროცესების ავტომატიზაცია ერთ სისტემაში და ერთ გუნდში ერთიანდება. BeeWise ეძებს Odoo უმცროს კონსულტანტს, რომელსაც აინტერესებს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაცია, აქვს ძლიერი ანალიტიკური აზროვნება და სურს განვითარდეს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მიმართულებაში! თუ გინდა ისწავლო ERP სისტემების დანერგვა, გაიგო, როგორ მუშაობს რეალური ბიზნესი შიგნიდან და გამოცდილ გუნდთან ერთად მიიღო მონაწილეობა ციფრულ ტრანსფორმაციაში, ეს როლი შენთვისაა. დეტალები იხილეთ ვაკანსიაში. რას გააკეთებ ამ როლში: ბიზნეს-პროცესების დოკუმენტირება: უფროს კონსულტანტებთან ერთად კლიენტის მოთხოვნების შეგროვება, დახარისხება და პროცესების აღწერა. პროცესების რუკის შედგენა (Mapping): არსებული (AS-IS) და სამომავლო (TO-BE) პროცესების დიაგრამების/სქემების აწყობა/აღწერა. სისტემის საბაზისო კონფიგურაცია: Odoo-ს მოდულების (გაყიდვები, CRM, საწყობი, ბუღალტერია/ინვოისინგი და ა.შ.) კონფიგურაცია და ტესტირება მენტორის მეთვალყურეობით. ტესტირებაში მონაწილეობა (UAT): სატესტო სცენარების (Test Cases) მომზადება, ხარვეზების დაფიქსირება და ტესტირების პროცესში დახმარება. მომხმარებელთა მხარდაჭერა და ტრენინგი: კლიენტის თანამშრომლებისთვის ინსტრუქციების/გზამკვლევების მომზადება და პირველადი ტექნიკური/ფუნქციური მხარდაჭერის გაწევა. მონაცემების მომზადება: კლიენტის არსებული მონაცემების (პროდუქტები, პარტნიორები, ნაშთები) დამუშავება Excel-ში და Odoo-ში იმპორტი. რას ველით შენგან: განათლება და გამოცდილება: უმაღლესი განათლება (ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების, ეკონომიკის, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით. ERP სისტემებთან მუშაობის საბაზისო/თეორიული ცოდნა ან მომხმარებლის დონეზე გამოცდილება ჩაითვლება დიდ უპირატესობად. 1 წლამდე გამოცდილება ბიზნეს-ანალიზის, მონაცემთა დამუშავების ან IT მხარდაჭერის სფეროში. ტექნიკური და ფუნქციური უნარები: MS Excel / Google Sheets-ის მაღალ დონეზე ფლობა (ფორმულები, მონაცემთა სტრუქტურირება). პროცესების ვიზუალიზაციის/დიაგრამების აწყობის საბაზისო ცოდნა. პიროვნული მახასიათებლები: განგრძობადი ცოდნის გაღრმავების სურვილი. ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. გამართული კომუნიკაციის უნარი ქართულად (ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე). გუნდური მუშაობისა და ინიციატივის გამოჩენის უნარი. რას გთავაზობს BeeWise: სწრაფი პროფესიული ზრდა: მუშაობა გამოცდილ კონსულტანტებთან ერთად და რეალურ პროექტებში სწრაფი პრაქტიკული გამოცდილების მიღება. სერტიფიცირება: Odoo-ს ოფიციალური სერტიფიცირების ხელშეწყობა და დაფინანსება. კონკურენტული პირობები: ფიქსირებული ანაზღაურება ზრდის პერსპექტივით. ჯანსაღი კულტურა: მეგობრული გუნდი, სადაც ცოდნის გაზიარება და მხარდაჭერა მთავარი ღირებულებაა. როგორ შემოგვიერთდე გამოგვიგზავნე შენი CV ან LinkedIn პროფილის ბმული ელ. ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითე: „Junior Odoo Consultant“. მეილში 2-3 წინადადებით მოგვიყევი, რატომ გინდა Odoo უმცროსი კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის დაწყება.