ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტი
Job description
საერთაშორისო Igaming კომპანია აცხადებს ვაკანსიას ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (3 დღე მუშაობა, 3 დღე დასვენება) სამუშაო საათები: 16:00 - 23:00 / 23:00 - 08:00 / 08:00-16:00 ანაზღაურება: 1000 ლარი უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის გუნდის ლიდერი (Team Leader), დეპარტამენტის უფროსი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: კომპანიის მომხმარებელთა აქტივობების ონლაინ მონიტორინგი; საეჭვო აქტივობებისა და დარღვევების დროული იდენტიფიცირება; გამოვლენილი დარღვევების შესახებ შესაბამისი რეპორტების (ანგარიშების) მომზადება; კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზუსტი დაცვა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: ინგლისური ენის ცოდნა (სასაუბრო და წერითი); საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel) სამუშაო დონეზე ცოდნა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ყურადღება; სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი; განვითარებული კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი. რას გთავაზობთ: პროფესიული განვითარების ტრენინგებს; სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს; კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. შერჩევის ეტაპები: შემოსული რეზიუმეების (CV) გადარჩევა; გასაუბრება; ტესტირება (ზოგადი უნარები და ინგლისური ენა); სამუშაო სპეციფიკის შესასწავლი ტრენინგი. დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ონლაინ თამაშების რისკებისა და ფროდის მონიტორინგის სპეციალისტი"