TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოპერატორი

ოპერატორი

Inex Group Georgia ქართული
Posted Jul 10, 2026 14h ago apply by Aug 10, 2026

Job description

საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია " ინექს გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე ბათუმში . "ინექს გრუპი" არის საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია, რომელიც ახორციელებს ონლაინ გამოწერილი ამანათების, პერსონალურად გამოგზავნილი ამანათებისა და კომერციული ტვირთების ტრანსპორტირებას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან: ამერიკიდან, ევროპის ქვეყნებიდან, ისრაელიდან, ჩინეთიდან და სხვა. "ინექს გრუპი" ფილიალებისა და აგენტების ქსელის მეშვეობით ამანათების მიწოდებას ახდენს მთელი საქართველოს მასშტაბით. ადგილმდებარეობა: ბათუმი სამუშაო საათები: 09:00-15:45, 15:45-22:30 სამუშაო აღწერილობა: ** გზავნილების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ფლობა და მომხმარებლის უზრუნველყოფა შესაბამისი ინფორმაციით; ** ამანათების მიღება და გაცემა; ** კლიენტის ხარისხიანი მომსახურება. მოთხოვნები: ** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სასურველია); ** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. პიროვნული თვისებები და უნარები: ** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** კეთილგანწყობა, თავაზიანობა, სისწრაფე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი; დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება. წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, დასაქმების მსურველი რეზიუმეს (CV-ის) გამოგზავნით აცხადებს თანხმობას შპს "ინექს გრუპის" მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ. გაცნობებთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული მიმდინარე ვაკანსიისთვის, თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, იგივე ან მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში განხილვის მიზნით. დასაქმების მსურველს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, შესაბამისი განცხადების შემდეგ მისამართზე გამოგზავნის გზით: [email protected] . "ინექს გრუპი" გისურვებთ წარმატებას!