TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფისის მენეჯერი

ოფისის მენეჯერი

აკვალაინი თბილისი ქართული
Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

კომპანია “ აკვალაინი ” აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი ძირითადი მოვალეობები: სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება; შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი გარემოს შექმნა; ცხელი ხაზის სატელეფონო ზარების მიღება/მონიტორინგი და უკუკავშირის უზრუნველყოფა; მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა; ელექტრონული ფოსტის კონტროლი; შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა; მონაცემთა ბაზების შექმნა/მონიტორინგი; ორგანიზაციის ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესების ეფექტიანი ორგანიზება და კოორდინაცია; დოკუმენტ-ბრუნვის უზრუნველყოფა - მომსახურების ხელშეკრულებების, მიღება-ჩაბარებებისა და სხვა დოკუმენტების წარმოება; თარჯიმანთა ბიუროებთან კომუნიკაცია და თანამშრომლობის კოორდინირება; განცხადებებისა და სხვადასხვა დოკუმენტების მომზადება/წარდგენა სახელმწიფო უწყებებში; კომპანიის სოციალური მედიის არხებზე მომხმარებლებთან კომუნიკაცია; ძირითადი საშუალებების პერიოდული აღწერა; ოფისისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა და გადანაწილება; სამეურნეო მარაგების შექმნა და განახლება; სარეკლამო და საგამოფენო მასალების ადმინისტრირება/მართვა და მიმწოდებლებთან კომუნიკაცია; საქმიანი ვიზიტების/მივლინებების, შეხვედრების კოორდინირება; პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან; უშუალო ხელმძღვანელის მითითებებისა და დამატებითი დავალებების შესრულება პოზიციის პასუხისმგებლობების ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები: უმაღლესი განათლება; ადმინისტრაციულ პოზიციებზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება; ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონოზე ფლობა; საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა; დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; კომუნიკაციისა და კოორდინაციის კარგი უნარები; პროფესიული განვითარებისა და ცოდნის მუდმივი განახლების მოტივაცია. ჩვენთან თანამშრომლობის უპირატესობები: ფიქსირებული ანაზღაურება 1800 ლარი ჯანმრთელობის დაზღვევა; კორპორატიული ნომერი; თანამშრომლის წილის საპენსიო გადასახადის 2%-ის დაფარვა; კვარტალში 1 დამატებითი დასვენების დღე (Day Off); პროფესიული განვითარების შესაძლებლობა; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე და გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: https://aqualine.selfrecruit.ge/s/w1ADC