ოფისის საქმის მწარმოებელი
Job description
კომპანია FlyInspectors აცხადებს ვაკანსიას - ოფისში საქმის მწარმოებლის პოზიციაზე, სასურველია სტუდენტი. ძირითადი მოვალეობები: მომხმარებლებთან კომუნიკაცია როგორც პირველადი კონტაქტის, ასევე საქმის წარმოების პროცესში; ავიაკომპანიებთან წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია; სამუშაო დოკუმენტების მომზადება და დამუშავება; საქმის წარმოება და პროცესის მუდმივი მონიტორინგი; შიდა სამუშაო დოკუმენტების შექმნა და მართვა. აუცილებელი მოთხოვნები: ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა; კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office); დანარჩენ სამუშაო პროცესებს ადგილზე სრულად შევასწავლით. პიროვნული თვისებები: გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; პუნქტუალურობა; დეტალებზე ორიენტირებულობა. პირობები: ანაზღაურება: 800 ლარი (ხელზე ასაღები / ნეტი); სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, ინდივიდუალურად მორგებული თანამშრომელზე. კომპანიის ვებ გვერდი: www.flyinspectors.ge დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected]