TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორი

Bizarre თბილისი ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

პოლიგრაფიული საწარმო „ ბიზარტი “ , რომელიც მრავალი წელია ერთ-ერთი წამყვანი პოლიგრაფიული საწარმოა საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას - ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორის პოზიციაზე გეძლევათ შესაძლებლობა გახდეთ პროფესიონალური და მეგობრული გუნდის წევრი და შეიქმნათ წარმატებული კარიერა. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე , 09:30-18:30 სთ მისამართი: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი ანაზღაურება: 3000 ლარი ( NET) + ბონუსი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია ოფსეტური საბეჭდი დანადგარის ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; აუცილებელია ბეჭდვის ტექნოლოგიის საფუძვლების ცოდნა; აუცილებელია საბეჭდი დანადგარის გამართვისა და პარამეტრების რეგულირების ცოდნა; მნიშვნელოვანია ქაღალდის ტიპების და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; მნიშვნელოვანია შრომის უსაფრთხოებისა და საწარმოო ჰიგიენის წესების ცოდნა. ფუნქცია-მოვალეობები: ბეჭდვის პროცესის წარმოების სტანდარტებისა და შეკვეთების შესაბამისად შესრულება; მიღებული დავალების შესაბამისად დანადგარზე საბეჭდი პარამეტრების სწორად დაყენება; მიღებული შეკვეთის შესაბამისად ბეჭდვისთვის სწორი ქაღალდის და საღებავის შერჩევა; ბეჭდვის პროცესის მონიტორინგი და დაბეჭდილი პროდუქციის ხარისხის კონტროლი; დანადგარის რეგულარული მოვლა; ყოველდღიური სამუშაო მიმდინარეობის აღრიცხვა შესაბამის პროგრამაში; პიროვნული უნარები: ვიზუალური დეფექტების მარტივად გარჩევის უნარი; ტექნიკური ინსტრუქციების სწორად აღქმისა და შესრულების უნარი; პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დისციპლინირებულობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა; სწრაფი ადაპტაციის და ათვისების უნარი; დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე [email protected] სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენს მიერ რეზიუმეს წარდგენა გულისხმობს, პერსონალური მონაცემების შპს "ბიზარტისთვის" გადაცემას და თანხმობის განცხადებას აღნიშნული ინფორმაციის დამუშავებისა და შენახვის თაობაზე. გისურვებთ წარმატებებს!