ორთოდონტის ასისტენტი
Job description
სტომატოლოგიური კლინიკა "დავინჩი" აცხადებს ვაკანსიას ორთოდონტის ასისტენტის პოზიციაზე. მისამართი: თბილისი, საბურთალო მოვალეობები: ** ორთოდონტის ასისტირება პაციენტების მიღებისა და მკურნალობის პროცესში; ** სამუშაო კაბინეტის მომზადება პაციენტის მიღებამდე და მოწესრიგება პროცედურის დასრულების შემდეგ; ** სტომატოლოგიური ინსტრუმენტებისა და მასალების მომზადება; ** პაციენტებთან პროფესიული და კეთილგანწყობილი კომუნიკაცია; ** ორთოდონტიული სამუშაო პროცესის ეფექტურად მხარდაჭერა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** სასურველია სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება ან შესაბამისი გამოცდილება; ** სასურველია კანდიდატი იყოს რეზიდენტი ან ახალდამთავრებული ჰქონდეს რეზიდენტურა. ** ორთოდონტის ან სტომატოლოგის ასისტენტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** სწრაფი სწავლისა და განვითარების სურვილი; ** კომუნიკაბელურობა და თავაზიანობა. ჩვენ გთავაზობთ: ** თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; ** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას (შეთანხმებით). დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე: [email protected] Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.