TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფარმაცევტი

ფარმაცევტი

ავერსი ფარმა თბილისი, საქართველოს მაშტაბით ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 03, 2026

Job description

შპს „ავერსი ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ვაკანსია: ქ. თბილისი და საქართველოს რეგიონები 1000-ლარიანი გადმოსვლის ბონუსი (თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით) „ავერსი“ უკვე 30 წელზე მეტია საქართველოს მოსახლეობას ხარისხიან ფარმაცევტულ მომსახურებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნვის თანამედროვე სტანდარტებს სთავაზობს. ჩვენი წარმატების საფუძველი პროფესიონალი გუნდი, მომხმარებელზე ზრუნვა და თანამშრომლების უწყვეტი განვითარებაა. რატომ „ავერსი“? „ავერსში“ ფარმაცევტი მომხმარებლისთვის სანდო პროფესიონალია, რომელიც ყოველდღიურად ზრუნავს ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის პროფესიული და პიროვნული განვითარება. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ გარემოს, სადაც შეძლებთ ცოდნის გაღრმავებას, პრაქტიკული გამოცდილების მიღებას, თანამედროვე სასწავლო პროგრამებში მონაწილეობასა და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს. ჩვენ გთავაზობთ 1000-ლარიან გადმოსვლის ბონუსს, თუ სხვა სააფთიაქო ქსელიდან გვიერთდებით; ინდივიდუალურად თქვენზე მორგებულ სამუშაო პირობებს; 5-დღიან სამუშაო კვირას; კონკურენტულ ანაზღაურებას (ფიქსირებული ხელფასი და ბონუსური სისტემა); ჯანმრთელობის დაზღვევას; FitPass-ის კორპორატიული პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას; თანამედროვე სასწავლო პროგრამებსა და პრაქტიკულ ტრენინგებს; გამოცდილ მენტორთა მხარდაჭერას ადაპტაციის პერიოდში. ძირითადი პასუხისმგებლობები მომხმარებლის პროფესიული კონსულტირება მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის შესახებ; მედიკამენტების სწორად გაცემა და რეცეპტების ფარმაცევტული შეფასება; პროდუქციის სწორად განთავსება და სააფთიაქო სტანდარტების დაცვა; მარაგების კონტროლსა და შიდა პროცესებში მონაწილეობა; პროფესიული ცოდნის მუდმივი განახლება ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები ფარმაცევტული ან სამედიცინო განათლება; მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა; რუსული ან/და ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დეტალებზე ორიენტირებულობა; ოპერატიულობა და ორგანიზებულობა; გუნდური მუშაობის უნარი. თუ გსურთ გახდეთ ძლიერი და პროფესიონალი გუნდის წევრი, იმუშაოთ სტაბილურ გარემოში და ყოველდღიურად იზრუნოთ ადამიანების ჯანმრთელობაზე, შემოუერთდით „ავერსი ფარმას“ გუნდს! განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 10.09.2026 წელი. ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1436); +995555554083 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/mJB9Azm8xh