პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტი
Job description
კლინიკა „ რეიმანი “ აცხადებს ვაკანსიას პაციენტებთან ურთიერთობის სპეციალისტის პოზიციაზე. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: პაციენტებთან გულთბილი შეხვედრა, მათთან პროფესიულ, გასაგებ ენაზე საუბარი; პაციენტის მიღება, პროგრამაში რეგისტრაცია და საჭიროებისამებრ გადამისამართება; აქტიური მოსმენა და ეფექტური რეაგირება; პაციენტებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება საჭიროებისამებრ; სალაროს ოპერაციების განხორციელება: თანხის მიღება და გაცემა, შესაბამისი დოკუმრენტაციის წარმოება, სალაროს ჩაბარება და გადაბარება; დღის ბოლოს სალაროს დახურვა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; ტექნიკური საკითხების მონიტორინგი და რეაგირება საჭიროებისამებრ. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად); სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად) ცოდნა, უნარები: ქართული და ინგლისური ენების ცოდნა; საოფისო პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა; დროის მენეჯმენტი; კომუნიკაბელურობა , პუნქტუალურონა, ორგანიზებულობა; ყურადღება დეტალების მიმართ, ანალიტიკური აზროვნების უნარი. სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ.ანჯაფარიძის 1 შეს. N3. (საბურთალო) ისანი, არტურ ლაისტის #1 გლდანი, მ. ნოზაძის #12 შერჩევის ეტაპები: მიღებული რეზიუმეების გადარჩევა; ინდივიდუალური გასაუბრება. ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას; პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას. კლინიკა „რეიმანი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის, კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქ გვერდს: https://www.facebook.com/raymann.ge თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი გამოგზავნეთ რეზიუმე. გისურვებთ წარმატებებს! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/xTjP5Vid