TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / პერსონალის განვითარების და ტრენინგების სპეციალისტი

პერსონალის განვითარების და ტრენინგების სპეციალისტი

Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Jul 26, 2026

Job description

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პერსონალის განვითარების და ტრენინგების სპეციალისტის პოზიციაზე, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილებაში. სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ანა პოლიტკოვსკაიას #16 (სათავო ოფისი) სამუშაო განრიგი: 10:00 – 18:00 (ორშაბათი-პარასკევი) ძირითადი მოვალეობები: ტრენინგის საჭიროებების კვლევა და სატრენინგო მოდულების შემუშავება; ტრენინგების ორგანიზება და ჩატარება; ტრენინგ პროცესის ადმინისტრაციული ნაწილის უზრუნველყოფა და საჭიროებისამებრ რეპორტების მომზადება; შიდა სასწავლო პლატფორმის მართვა; გუნდური შეჭიდულობის აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სოციალური მეცნიერებების მიმართულებით; სასურველია, ტრენინგების ჩატარების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; ტრენინგის მეთოდოლოოგის ცოდნა; საოფისე პროგრამების, მათ შორის Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა. აუცილებელი უნარ-ჩვევები: მოლაპარაკების წარმოების უნარი; დეტალებზე ორიენტირებულობა; შემოქმედებითობა; დათქმულ ვადებში მუშაობის უნარი; გუნდურად მუშაობის უნარი; გამართული ვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.