TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფილიალის მენეჯერი

ფილიალის მენეჯერი

ჯიბე cash & carry მესტია ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

კომპანია "ჯიბე Cash & Carry-ს" მესტიის ფილიალში ვეძებთ ფილიალის მენეჯერს . ფილიალი: მესტია სამუშაო გრაფიკი: 09:00-17:00 (კვირაში 6 დღე) ანაზღაურება: 1800 ლარი ფუნქცია-მოვალეობები: პროდუქციის შენახვისა და მოვლის პირობების უზრუნველყოფა; პროდუქციის ვადების და გარეგნული იერსახის დაცვის კონტროლი; მაღაზიის სასაქონლო მარაგების ეფექტურად მართვის უზრუნველყოფა, მათ შორის არსებული მარაგების ვადების კონტროლი; დაქვემდებარებული პერსონალის შრომის ადმინისტრირება; ინვენტარიზაციის პროცესების წარმართვა, მაღაზიაში არსებული მატერიალური ფასეულობების მუდმივი კონტროლის მიზნით. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: აუცილებელია სასურსათო და საყოფაცხოვრებო ტიპის ქსელურ მაღაზიაში მმართველ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; აუცილებელია პირველადი მოხმარების პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა; პროგრამა Apex-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით სამუშაო საათებში (ორშაბათი- პარასკევი, 10:00-18:00), ტელ: +995 557 30 61 69.