ფინანსურ ანალიტიკოსი
Job description
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 30-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში. „ არქი “-ში ვეძებთ ფინანსურ ანალიტიკოსს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება: კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და ფინანსური რესურსების გამოყენების ეფექტურობის ანალიზი; შიდა საოპერაციო და ფინანსური მონაცემების დამუშავება სხვადასხვა ანალიტიკურ ჭრილში; კომპანიის ბიზნეს ერთეულების ანგარიშგებების მომზადება და მომგებიანობის ანალიზი; მონაცემების სტატისტიკური და ეკონომეტრიკული დამუშავებისა და შესაბამისი ანალიტიკური ანგარიშების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; რეკომენდაციების მომზადება ხარჯების ოპტიმიზაციის თაობაზე; ახალი პროექტის დაგეგმვისას ფინანსური პროგნოზირება; ძირითად საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ეკონომიკის, ფინანსების ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით; აუცილებელია მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით; აუცილებელია Excel-ის ძალიან მაღალ დონეზე ცოდნა; აუცილებელია Power BI-ის ცოდნა; სასურველია გამოცდილება სამშენებლო/ან და დეველოპერულ სექტორში; აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა; თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 21 ივლისის ჩათვლით: http://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.