TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

ფინანსური მენეჯერის ასისტენტი

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Aug 05, 2026

Job description

ამბასადორი ბათუმი აილენდი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე. Ambassadori Island Batumi აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა–ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს. მდებარეობა: ბათუმი დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე ელ ფოსტა: [email protected] ჩვენ გთავაზობთ: კვების უზრუნველყოფა; ჯანმრთელობის დაზღვევა; 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში; პროფესიული განვითარება; მეგობრული სამუშაო გარემო. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი. მაღალორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, მოქნილობის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარით. Microsoft Office, საბუღალტრ პროგრამების, სასურველია Fina-ს ცოდნა. საგადასახადო კოდექსისა და ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა. ბუღალტერის, ფინანსური მენეჯერის ასისტენტის, პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ძირითადი მოვალეობები: საბანკო ოპერაციების წარმართვა, კონტროლი და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; გადახდების აღრიცხვა, დამუშავება და შესაბამისი შიდა ანგარიშგების მომზადება; ბალანსების, ანგარიშების და სხვა ფინანსური მონაცემების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი; ფინანსური დოკუმენტაციის შეგროვება, რედაქტირება და საჭიროებისამებრ სარეპორტინგო მასალების მომზადება; დებიტორულ და კრედიტორულ დავალიანებათა მომზადება; აქტიური კომუნიკაცია ბანკებთან, ფინანსურ ინსტიტუტებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან; კონტრაქტების და ფინანსური დოკუმენტაციის ვადების კონტროლი და ადმინისტრირება; გადასახადების, ფინანსური ტრანზაქციებისა და სხვა ანგარიშგებების დროული წარმოება; მონაწილეობა ბიუჯეტის შედგენაში, ხარჯებისა და შემოსავლების ანალიზი და კონტროლი; გეგმების შესრულების მონიტორინგი და ფინანსური რისკების შეფასებაში მონაწილეობა; საჭიროებისამებრ სხვა ფინანსური ადმინისტრაციული დავალებების შესრულება. უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით სხვა მოვალეობების შესრულება. დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] გისურვებთ წარმატებას!