პრეტენზიების განხილვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
Job description
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს პრეტენზიების განხილვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად); იურისტად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; საფინანსო სექტორში იურისტად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელი კანონმდებლობის კარგი ცოდნა; ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის მაღალი უნარები; Microsoft Office-ის პროგრამების (Word, Excel, Outlook) ეფექტურად გამოყენების უნარი; ინგლისური და/ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: შეისწავლის მიღებულ საჩივრებს, აანალიზებს მათ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს. ამზადებს დასკვნებს, გადაწყვეტილებების პროექტებსა და სხვა სამართლებრივ დოკუმენტებს. კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულებიდან ინფორმაციისა და დოკუმენტაციის გამოთხოვასა და ანალიზს. კოორდინაციას უწევს მისთვის დაკისრებული საჩივრების/განცხადებების განხილვის პროცესს და აკონტროლებს დადგენილი ვადების დაცვას. მონაწილეობს საჩივრების/განცხადებების განხილვის, შიდა პროცედურებისა და მეთოდოლოგიური დოკუმენტების სრულყოფაში. მონაწილეობს სამსახურის ანგარიშების, სტატისტიკური და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებაში. ასრულებს სამსახურის ხელმძღვანელის სხვა დავალებებს, რომლებიც დაკავშირებულია სამსახურის საქმიანობასთან. დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 07 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს. თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად. თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: [email protected] საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.