TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / Manager / Procurement Manager - IT

Procurement Manager - IT

Bound Solutions Georgia ქართული
Posted Jul 13, 2026 7h ago apply by Aug 13, 2026

Job description

" Bound Solutions " აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) თანამდებობაზე. გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00 მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** კომპანიის ტექნოლოგიური საჭიროებების შესაბამისად შესყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა; ** ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფის, IT აღჭურვილობისა და სერვისების მომწოდებლების მოძიება და შეფასება; ** ფასებისა და კომერციული პირობების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება; ** სატენდერო და შესყიდვებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და ადმინისტრირება; ** ⁠მომწოდებლებთან ხელშეკრულებების მართვა და შესრულების კონტროლი; ** ბაზრის კვლევა, ფასების ანალიზი და ალტერნატიული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება; ** შესყიდვების ბიუჯეტის ეფექტიანი მართვა და ხარჯების ოპტიმიზაციის შესაძლებლობების გამოვლენა; ** ⁠შიდა დეპარტამენტებთან კოორდინაცია ტექნოლოგიური მოთხოვნების დაზუსტებისა და შესრულების მიზნით; ** შესყიდვების პროცესის შესაბამისობის უზრუნველყოფა კომპანიის შიდა პოლიტიკებთან და პროცედურებთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ლოგისტიკის, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით; ** ტექნოლოგიური ან IT შესყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** შესყიდვების პროცესების, კონტრაქტებისა და დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება; ** მომწოდებლებთან მოლაპარაკებებისა და კომერციული პირობების შეთანხმების გამოცდილება; ** საოფისე პროგრამებისა და ERP/შესყიდვების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ტექნოლოგიური პროდუქტების, პროგრამული უზრუნველყოფისა და IT ინფრასტრუქტურის საბაზისო/კარგი ცოდნა; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** ⁠ანალიტიკური და ორგანიზაციული უნარები. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).