Sales Manager
Job description
" Bound Solutions " აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის (IT/ტექნოლოგიური მიმართულება) თანამდებობაზე. გრაფიკი: 5/2, 10:00-19:00 მდებარეობა: თბილისი, ვაკე ძირითადი მოვალეობები: ** კორპორატიული (B2B) მომხმარებლების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და მართვა; ** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების გაყიდვების სრული ციკლის მართვა; ** მომხმარებელთა საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების შეთავაზება; ** კომერციული შეთავაზებების, პრეზენტაციებისა და ხელშეკრულებების მომზადება; ** მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება; ** გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულება და შედეგების რეგულარული მონიტორინგი; ** ბაზრის ტენდენციების, კონკურენტული გარემოსა და მომხმარებელთა მოთხოვნების ანალიზი; ** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და CRM სისტემის ეფექტიანი მართვა; ** ტექნიკურ და საოპერაციო გუნდებთან კოორდინაცია მომხმარებლის მოთხოვნების სრულყოფილად დასაკმაყოფილებლად. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ინფორმაციული ტექნოლოგიების ან მსგავსი მიმართულებით; ** B2B გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (ტექნოლოგიურ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად); ** გაყიდვების პროცესის მართვისა და მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოცდილება; ** CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება; ** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად); ** ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების საბაზისო ან კარგი ცოდნა; ** მოლაპარაკებების, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის კარგი უნარები; ** ანალიტიკური აზროვნება და შედეგზე ორიენტირებულობა. დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ: ** თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს "ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის" მიერ; ** ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის); ** პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში; ** პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).