პროექტებზე გაყიდვების მენეჯერი
Job description
ნოვა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროექტებზე გაყიდვების მენეჯერი, ძირითადი მოვალეობები: კლიენტების მოზიდვა, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროდუქტების შეთავაზება და მოლაპარაკებების წარმოება; პოტენციური მომხმარებლის ინფორმირება ნოვას პროდუქტების შესახებ, საჭირო ინფორმაციის მიწოდება სწორი არხებით და ინტენსივობით; მომხმარებლების მოთხოვნის შესწავლა პროდუქტის ხარისხობრივ მახასიათებლებზე; შეკვეთის მიღება და გაფორმება; გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა და მის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა; კლიენტების მონაცემთა ბაზის მუდმივი მონიტორინგი; გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა; მუშაობის პროცესში ხარვეზების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა (შესაძლებლობების ფარგლებში), საჭიროების შემთხვევაში ხელმძღვანელობისთვის ინფორმაციის მიწოდება; უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა დავალებების შესრულება; მისი საქმიანობის ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშის ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების ცოდნა (ჩაითვლება უპირატესად); კორპორატიულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება; კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; გამართული მეტყველება; რუსული და ინგლისური ენების ცოდნა. B კატეგორიის მართვის მოწმობა. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/tLD8Apz