Programmer
Job description
შპს " თელმიკო " აცხადებს ვაკანსიას პროგრამისტის პოზიციაზე. "Telmico" არის ქართული კომპანია ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურებების სფეროში, რომელიც ორიენტირებულია საიმედო საბილინგო და მომხმარებელთან დაკავშირებული პროგრამული გადაწყვეტილებების შექმნაზე. დეველოპერული გუნდი ავითარებს და უზრუნველყოფს შიდა სისტემების მხარდაჭერას, რომლებიც უზრუნველყოფენ კომპანიის ძირითადი ოპერაციული პროცესების გამართულ მუშაობას, განსაკუთრებული ყურადღებით სტაბილურობაზე, მონაცემთა სიზუსტესა და უწყვეტ ოპტიმიზაციაზე. ფუნქცია-მოვალეობები: ** საბილინგო სისტემის პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა. ** საბილინგო სისტემის მონაცემთა ბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და ტექნიკური მხარდაჭერა. ** დაბალი და საშუალო სირთულის საბილინგო სისტემის გაუმჯობესებების (მოდიფიკაციების) შემუშავება და დანერგვა. ** საბილინგო სისტემის განვითარებისა და ოპტიმიზაციის ინიციატივებში მონაწილეობა. ** საბილინგო სისტემის განვითარებისა და დანერგვის სერვისების ინტეგრაცია სხვა შიდა/გარე სერვისებთან. ** პროგრამული პაკეტებისა და ხელსაწყოების შესწავლა, შეფასება და დანერგვასთან დაკავშირებული რეკომენდაციების მომზადება. ** კომპანიაში არსებული ბიზნეს მოთხოვნების გაანალიზება და ტექნიკურ ამოცანებად გარდაქმნა. ** პროგრამირების ამოცანების დაგეგმვა და სამუშაო პროცესის ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროგრამისტის პოზიციაზე. ** Java-ში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ** Spring Boot-ისა და Spring Framework-ის ძლიერი ცოდნა. ** პრაქტიკული გამოცდილება Hibernate-თან (ORM). ** SQL-ის კარგი ცოდნა და JDBC-სთან პრაქტიკული გამოცდილება. ** გამოცდილება რელაციურ მონაცემთა ბაზებთან (მაგ.: PostgreSQL, Oracle). ** Git-ის გამოყენების გამოცდილება ვერსიის კონტროლისთვის (GitHub/GitLab). ** CI/CD კონცეფციებისა და პაიპლაინების საბაზისო/პრაქტიკული ცოდნა. პრიორიტეტი მიენიჭება: ** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით. ** Jmix-ის და/ან Angular-ის ცოდნა. ** HTML, CSS და JavaScript-ის საბაზისო ცოდნა. ** საბილინგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება. ** ენერგეტიკის/კომუნალური სფეროს გამოცდილება. ** API არქიტექტურისა და RPC კონცეფციების გაგება. ** საჯარო პორტფოლიო (მაგ.: GitHub) კარგად მოვლილი პროექტებით და/ან ღია კოდში (open-source) მნიშვნელოვანი კონტრიბუციებით. ** ვერსიის კონტროლის კარგი პრაქტიკები: მკაფიო commit message-ები, მცირე/ფოკუსირებული commit-ები, სუფთა branching/PR პროცესი. უნარები და პიროვნული თვისებები: ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ინიციატივის გამოჩენა. ** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პრიორიტეტების მართვა. ** რამდენიმე ამოცანის პარალელურად შესრულების უნარი. ** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების გადაჭრის უნარი. ** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი. ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი. უცხო ენები: ** რუსული ენა - საშუალო დონეზე; ** ინგლისური ენა - ტექნიკურ დონეზე; ლოკაცია: თბილისი, საბურთალო, ოთარ ჩხეიძის #10 სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 მსურველებმა, პირადი ინფორმაცია (CV/ რეზიუმე) უნდა გამოგზავნოთ ელ.ფოსტის მისამართზე: [email protected] . გთხოვთ, სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "პროგრამისტი". განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 24.08.2026 წ .