პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტი
Job description
შპს " გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი " აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - პროფესორი გურამ ქარაზანაშვილის ასისტენტი ჩვენს შესახებ გურამ ქარაზანაშვილის რობოტული ცენტრი წარმოადგენს უახლესი თაობის სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ტრადიციული ქირურგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების სინთეზით იქმნება ზუსტი, უსაფრთხო და პაციენტზე ორიენტირებული გარემო. ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე რობოტული ქირურგიის სისტემებით და რომელსაც აძლიერებს მაღალკვალიფიციურ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ პაციენტების ჯანმრთელობაზე, საერთაშორისო სტანდარტების დაცვით. სამუშაო დრო და ადგილი: ** მისამართი: თბილისი კ. ჩაჩავას N1 ** სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე; 09:00-18-00 ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** ვაკანტურმა ექიმა, ასისტირება უნდა გაუწიოს წამყვამ პროფესორ გურამ ქარაზანაშვილს რობოტულ ქირურგიაში და მიმდინარე სხვა ოპერაციებში. ** დაევალება ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების მეთვალყურეობა, ეყოლება 2 დამხმარე უმცროსი ექიმი. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** ვაკანტური ექიმის დასაშვები სპეციალობებია: უროლოგია, ზოგადი ქირურგია, გინეკოლოგია ** რუსული ენის ცოდნა აუცილებელია ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად ** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და ორგანიზებულობა პიროვნული თვისებები: ** კომუნიკაბელურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** პუნქტუალურობა; ** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; ბენეფიტები: ** მუშაობა წამყვან რობოტულ ქირურგთან ** პროფესიული განვითარებისა შესაძლებლობა ** ეყოლება 2 უმცროსი ექიმი ** კონკურენტუნარიანი ანაზღაურება ** თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებთან სამუშაო გამოცდილება ** სტაბილური და პროფესიონალური გარემო ** გუნდის სრული მხარდაჭერა გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავებას. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ 6 თვით ვინახავთ მონაცემებს დასაქმების შემდგომი შეთავაზების მიზნით. ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე [email protected]