TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / ფსიქოლოგი

ფსიქოლოგი

ათასწლეულის სკოლა თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეულ ადამიანს უნიკალური შესაძლებლობები და მისწრაფებები აქვს. ათასწლეულის სკოლა არის სკოლა, სადაც სხვადასხვა საჭიროების მოსწავლეები სკოლაშივე სწავლობენ საკუთარი შესაძლებლობების, მისწრაფებების გამოვლენასა და სასარგებლოდ გამოყენებას. millennium-school.org “ათასწლეულის სკოლა” აცხადებს კონკურსს ფსიქოლოგის პოზიციაზე. ათასწლეულის სკოლის ფსიქოლოგი: აქტიურად თანამშრომლობს სკოლის ადმინისტრაციასთან, სპეციალურ მასწავლებელთან, საგნის მასწავლებლებთან, კლასის დამრიგებლებთან და მშობლებთან, მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით; ახორციელებს მოსწავლეთა საჭიროებების იდენტიფიცირებასა და შესაბამისი მხარდაჭერის დაგეგმვას; მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის (ისგ) შემუშავებასა და განხორციელებაში ფსიქოლოგიური რეკომენდაციების წარდგენით; კონსულტაციას უწევს მასწავლებლებსა და მშობლებს მოსწავლეთა ემოციური, ქცევითი და სოციალურ-ემოციური განვითარების საკითხებზე; ხელს უწყობს მოსწავლეთა ემოციური კეთილდღეობის, თვითრეგულაციის, სოციალური უნარებისა და ფსიქოლოგიური მედეგობის განვითარებას; გეგმავს და ატარებს პრევენციულ, საგანმანათლებლო და ფსიქოსაგანმანათლებლო აქტივობებს მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის თანამშრომლებისთვის; აწარმოებს პროფესიულ დოკუმენტაციას, იცავს კონფიდენციალურობისა და პროფესიული ეთიკის პრინციპებს; აქტიურად მონაწილეობს სკოლის პროფესიული განვითარების პროგრამებში და ხელს უწყობს სკოლაში უსაფრთხო, მხარდამჭერი და ინკლუზიური გარემოს განვითარებას. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის მიმართულებით (მაგისტრის ხარისხი ჩაითვლება უპირატესობად, თუმცა სავალდებულო არ არის); სასურველია სასკოლო ასაკის ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება; სასურველია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მუშაობის გამოცდილება; ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ფსიქოლოგიის ცოდნა; ინდივიდუალური შეფასებისა და კონსულტირების პრაქტიკული გამოცდილება; ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობისა და თანამშრომლობის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ემპათია და პროფესიული განვითარების სურვილი. გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს. დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. საბუთების მიღება მიმდინარეობს 2 აგვისტოს ჩათვლით. განაცხადის გაკეთებამდე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ წარმოსადგენი ინფორმაცია და დოკუმენტები შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, შესაძლოა, შეიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. პერსონალურ მონაცემებს შპს „ათასწლეულის სკოლა“ დაამუშავებს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ასევე, პოზიციაზე შერჩევის შემთხვევაში - შრომით-სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. თქვენი რეზიუმე შეინახება განცხადების გაკეთებიდან ერთი წლის ვადით და გამოყენებული იქნება 2025-2026 სასწავლო წლის მანძილზე ვაკანტური პოზიციის წარმოშობის შემთხვევაში. სკოლაში პერსონალური მონაცემების დამუშავების წესის და პირობების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ სკოლის ვებგვერდზე millennium-school.org