რექტორის ასისტენტი, საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი
Job description
საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ აცხადებს ვაკანსიებს: 1. ანაზღაურებადი სტაჟირება - რექტორის ასისტენტი სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი სამუშაო დრო ორშაბათი-პარასკევი 10.00 დან 18.00 სთ-მდე ანაზღაურება 800 (რვაასი) ლარი ხელზე ასაღები ფუნქცია-მოვალეობები: ** რექტორის სამუშაო კალენდრის ორგანიზება, შეხვედრების დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა; ** შემოსული და გასული ოფიციალური წერილების, ელექტრონული ფოსტისა და სატელეფონო კომუნიკაციის მართვა კომპეტენციის ფარგლებში; ** რექტორის მითითებით დოკუმენტაციების მომზადება, აღრიცხვა და არქივირება; ** რექტორის სტუმრებისა და ოფიციალური დელეგაციების მიღება და მასპინძლობა; ** შეხვედრების, ვიზიტებისა და ოფიციალური ღონისძიებების ორგანიზაციული მხარდაჭერა; ** სასტუმროების, ავიაბილეთებისა და საქმიანი ვიზიტების დაგეგმვა/დაჯავშნა; ** რექტორის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტის სტატუსი; ** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე (სავალდებულო); ჩინური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; ** MS Office პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) ცოდნა; ** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. აუცილებელი უნარები: ** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი; ** მრავალდავალებიან გარემოში მუშაობის უნარი; ** პრობლემების იდენტიფიცირებისა და ანალიზის უნარი; ** მოქნილობა და ცვლილებებთან ადაპტაციის უნარი; ** კონფიდენციალურობის დაცვისა და პროფესიული ეთიკის დაცვა. დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ რეზიუმე / CV [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 2. ბიზნესის სკოლის საბაკალავრო პროგრამის (ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი) ხელმძღვანელი სამუშაოს აღწერილობა: ** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავების პროცესის ორგანიზება; ** პროგრამის დაგეგმვისა და შემუშავების პროცესში დაინტერესებული მხარეების მაქსიმალურ ჩართულობის უზრუნველყოფა სხვადასხვა ფორმით; ** საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის განვითარების უზრუნველყოფა; ** პოტენციური სტუდენტების მოზიდვის აქტივობებში მონაწილეობა; ** ინფორმაციის მოთხოვნა/გაცვლა სკოლისგან, სტუდენტებთან, გარე სააგენტოებსა და პარტნიორებთან პროგრამის ფარგლებში; ** ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან თანამშრომლობა პროგრამ (ებ)ის შეფასების ჭრილში და მიღებული უკუკავშირის საფუძველზე, სკოლასთან თანამშრომლობით ცვლილებების განხორციელება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** დოქტორის აკადემიური ხარისხი ** უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ფუნქციონირების, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურის, კურიკულუმის, სილაბუსისა და საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნა, რაც დასტურდება სამუშაო გამოცდილებით; ** საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიურ ან ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება; ** სავალდებულოა ინგლისურ ენაზე მეტყველებისა და წერის კარგი უნარები არანაკლებ B2 დონისა. ** კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. Power Point, Outlook) კარგად ცოდნა. საჭირო უნარები: ** გუნდის მართვისა და განვითარების უნარი; ** ეფექტური კომუნიკაციის (ზეპირი და წერილობითი) უნარი; ** გადაწყვეტილებების მიღების უნარი; ** ანალიტიკური და სისტემური აზროვნების უნარი; ** პრეზენტაციის უნარი. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სამუშაო გრაფიკი შერეული დაინტერესებულმა აპლიკანტმა გამოაგზავნეთ .რეზიუმე / CV [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.