რესტორნის სერვერი / მიმტანი
Job description
სასტუმრო-კომპლექსი „ვილა მოსავალი“ აცხადებს ვაკანსიას რესტორნის სერვერის (მიმტანის) პოზიციაზე სამუშაო ადგილი: ნატახტარი, სოფ. ახალუბანი ჩვენი კომპლექსი აერთიანებს ქართულ და ევროპულ რესტორნებს და მასშტაბურ, 1000 სტუმარზე გათვლილ საბანკეტო სივრცეს. ჩვენთან თითოეული დღე განსხვავებულია: კორპორატიული საღამოები საერთაშორისო კონფერენციები საქორწილო წვეულებები კულტურული და სპორტული ღონისძიებები ძირითადი მოვალეობები: სტუმრების თბილი დახვედრა და მაღალი სტანდარტის სერვისით უზრუნველყოფა; შეკვეთების მიღება და მენიუს დეტალური ცოდნის საფუძველზე რეკომენდაციების გაწევა; ღონისძიებებისა და ყოველდღიური სერვისის დროს დარბაზში წესრიგის, სტანდარტებისა და სისუფთავის კონტროლი; გუნდური მუშაობა სხვა დეპარტამენტებთან გამართული ივენთების ჩასატარებლად. რას ველოდებით შენგან: პოზიტიური დამოკიდებულება დისციპლინა და პასუხისმგებლობა კომუნიკაციის უნარი სასურველია ინგლისური ან სხვა უცხო ენების საბაზისო ცოდნა რას გთავაზობთ: ანაზღაურება: 1400 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი კვება საცხოვრებელი ტრანსპორტირება განვითარება დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება სასტუმრო-კომპლექსი „ვილა მოსავალი“ გისურვებთ წარმატებას!