რეცეფციონისტი
Job description
სასტუმრო მარჯან პლაზა აცხადებს ვაკანსიას რეცეფციონისტის პოზიციაზე სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. უზნაძის ქ. N65 სამუშაო გრაფიკი 09:00 – 21:00 ცვლებში მუშაობა – 2/2 (ორი სამუშაო დღე / ორი დასვენების დღე) ანაზღაურება 1 150 ლარი ძირითადი მოვალეობები სტუმრების მიღება, რეგისტრაცია და Check-in / Check-out პროცედურების განხორციელება, სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად; სტუმრების რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება; ჯავშნების მართვა და სისტემაში ინფორმაციის განახლება; სატელეფონო ზარების მიღება და სტუმრებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება; სტუმრებთან ანგარიშსწორების განხორციელება; სტუმრების მოთხოვნებსა და პრობლემებზე დროული და ეფექტური რეაგირება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B1 დონე); პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა; დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი. ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს; კვებით უზრუნველყოფას; სამედიცინო დაზღვევას; მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს; კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას. განაცხადის მიღების წესი დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] წერილის Subject ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება – „რეცეფციონისტი“. გმადლობთ ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია (CV/რეზიუმე/სააპლიკაციო ფორმა), საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებას განახორციელებს შპს „რედვუდ ჰოსპიტალიტი მენეჯმენთი“ (ს/ნ: 402270671; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქ. N65), მოქმედი კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მონაცემთა დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის შეფასება მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიებთან და დასაქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ თქვენი განაცხადი შესაძლოა არ შეირჩეს მიმდინარე ვაკანსიისთვის, თუმცა, თქვენი თანხმობის საფუძველზე, შესაძლოა შენახულ იქნას სხვა შესაბამისი ვაკანსიის განხილვის მიზნით. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ინახება არაუმეტეს ერთი (1) წლის ვადით. თქვენ უფლება გაქვთ: მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ; მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება. აღნიშნული უფლებების განსახორციელებლად შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.ფოსტაზე: [email protected]