TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საგამოცდო ცენტრი - დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია)

საგამოცდო ცენტრი - დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია)

Tbilisi State University Tbilisi, Georgia LinkedIn
Posted Mar 27, 2025 1y ago
⚠️ This posting has been listed for a while and may no longer be accepting applications. Browse fresh jobs →

Job description

VACANCIES: საგამოცდო ცენტრი - დამკვირვებლები (შტატგარეშე პოზიცია) Category: უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეული Period of receipt of tender documents: 29/03/2025 - 08/04/2025 კონკურსი (გასაუბრება) გამოცხადდა სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში დამკვირვებლების შტატგარეშე პოზიციის დასაკავებლად. ანაზღაურება დღიურად დარიცხული 38 ლარის ოდენობით (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხების ჩათვლით). სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი თსუ-ის ბიბლიოთეკის შენობა - უნივერსიტეტის ქ. N11. სამუშაო დღეები და საათები განისაღვრება 9:00 - დან 18:00 საათამდე, გამოცდების პერიოდში შაბათი სამუშაო დღეა. Დამკვირვებლის Ფუნქცია-მოვალეობები ა) საგამოცდო ფურცლების დარიგება მასზე განპირობებულ სექტორში; ბ) სტუდენტებისათვის მათი უფლება-მოვალეობების გაცნობა; გ) საგამოცდო ბილეთების დარიგება; დ) გამოცდის მიმდინარეობაზე დაკვირვება მისთვის განსაზღვრულ სექტორში; ე) სტუდენტების მიერ უფლება-მოვალეობების დაცვის კონტროლი; ვ) სტუდენტის მიერ დასმულ პროცედურულ და ტექნიკური შეკითხვებზე პასუხის გაცემა; ზ) საგამოცდო ფურცლების ჩაბარება; თ) საგამოცდო ნაშრომების გადაცემა საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლისათვის. Აპლიკანტი Უნდა Აკმაყოფილებდეს Შემდეგ Პიროვნულ Თვისებებს, Იყოს ა) ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული; ბ) ოპერატიული; გ) ჰქონდეს ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი; დ) ჰქონდეს გუნდურად მუშაობის უნარი და იყოს კომუნიკაბელური; ე) ჰქონდეს ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობის უნარი; ვ) ჰქონდეს პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ზ) პუნქტუალური და ჰქონდეს დროის ეფექტიანი მართვის უნარი; თ) ჰქონდეს ცვლილებების ადეკვატურად აღქმის უნარი და სიახლეების სწრაფად ათვისების შესაძლებლობა; დაინტერესებულმა კანდიდატებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ - [email protected] ა) პირადობის დამადასტურებული დოკუმენტი; ბ) CV ქართულ ენაზე; გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი/პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში აპლიკანტმა 7 კალენდარული დღის განმავლობაში უნდა წარმოადგინოს ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ“;