საინფორმაციო - პრომო აგენტი
Job description
აღმოაჩინე საუკეთესო გარემო შენი განვითარებისთვის! ტურინვესტ ჯგუფი აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო - პრომო აგენტის პოზიციაზე არგოს საბაგირო გზაზე. ჩვენ ვქმნით გარემოს რომელიც თავად ზრუნავს ადამიანებზე. ძირითადი მოვალეობები: ვიზიტორების დახვედრა საბაგიროს სალაროს მიმდებარედ ღიმილითა და კეთილგანწყობით; ვიზიტორების ინფორმირება საბაგიროზე მგზავრობის წესების, მარშრუტის ხანგრძლივობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ; ბილეთების ტიპებისა და ფასების დეტალური გაცნობა და შესაბამისი ვარიანტის შეთავაზება ვიზიტორების საჭიროებების მიხედვით; ზედა სადგურზე არსებული სერვისების (მუზეუმი, გასართობი სივრცეები, კვების ობიექტები, ხედების პანორამა და სხვა) გაცნობა და რეკომენდაცია ვიზიტორთა ინტერესების მიხედვით; ვიზიტორების დახმარება გადაწყვეტილების მიღებაში – შესთავაზოს შესაბამისი გამოცდილება ასაკისა, ინტერესებისა და დროის მიხედვით; საჭიროების შემთხვევაში ვიზიტორთა მიცილება სალაროსთან ან სხვა შესაბამის სექციასთან; მარკეტინგული მასალების (ბუკლეტები, ფასები, რუკები) დარიგება და განმარტება; სტუმრებთან თავაზიანი და პროფესიონალური კომუნიკაცია, კითხვის შემთხვევაში ზუსტი და ნათელი პასუხების მიწოდება; უკუკავშირის მოპოვება ვიზიტორებისგან და კომუნიკაცია შესაბამისი დეპარტამენტისთვის საჭიროების შემთხვევაში. ძირითადი მოთხოვნები: კომუნიკაბელური; მეგობრული და ყურადღებიანი დამოკიდებულება ადამიანებთან ურთიერთობისას; ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და ინიციატივიანობა; ტურიზმისა და მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; პრეზენტაბელურობა და კომპანიის იმიჯის ღირსეულად წარმოჩენის უნარი; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე; სამუშაო პირობები: სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, საბაგირო გზის მიმღები სადგური სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში არაუმეტეს 40 საათი) ანაზღაურება: შეთანხმებით კვება: უზრუნველყოფილია კომპანიის შესახებ ტურინვესტ ჯგუფი საქართველოში ოპერირებს 2008 წლიდან და 200 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული. კომპანიის საქმიანობის მიმართულებები მოიცავს: მშენებლობასა და უძრავი ქონების მართვას სასტუმროებისა და რესტორნების ოპერირებას ტურისტული ატრაქციონებისა და სათამაშო ბიზნესის მართვას საერთაშორისო ბრენდებთან პარტნიორობას დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი, რაც ტურინვესტ ჯგუფს ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ დამსაქმებლად აქცევს რეგიონში. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამშრომელთა განვითარებასა და პროფესიულ წინსვლას. დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად , გთხოვთ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს - https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_nmfoz/ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. კომპანია Tourinvest Group მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!