TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმეთა მწარმოებელი

საქმეთა მწარმოებელი

Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Aug 11, 2026

Job description

Green Horizon Construction — სამშენებლო კომპანია, რომელიც ახორციელებს კომერციული ფართების, საწყობებისა და კერძო სახლების მშენებლობას, ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლიან საქმეთა მწარმოებელს მიმდინარე და ახალი ობიექტებისთვის. ძირითადი მოვალეობები: სამშენებლო სამუშაოების ორგანიზება და კონტროლი ობიექტზე; სამუშაო პროცესის კოორდინაცია ხელოსნებთან და ბრიგადირებთან; სამუშაო გრაფიკისა და ხარისხის შესრულებაზე ზედამხედველობა; სამშენებლო მასალების მოთხოვნა, მიღება და დანახარჯების აღრიცხვა; შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანგარიშგება. მოთხოვნები: მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე; სამშენებლო პროცესებისა და ტექნოლოგიების ცოდნა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებული მუშაობის უნარი; გუნდში მუშაობის უნარი პირობები: ანაზღაურება: 3000 ლარი; სამუშაო გრაფიკი: სრული; მეგობრული სამუშაო გარემო და კარიერული განვითარების შესაძლებლობა. დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე : [email protected] სათაურად მიუთითეთ: ,,საქმეთა მწარმოებელი-ვაკანსია"