TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საქმის მწარმოებელი

საქმის მწარმოებელი

glass-work Georgia jobs.ge ქართული
Posted Jul 02, 2026 18h ago apply by Aug 02, 2026

Job description

კომპანია " Glass Work " წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიცირებული პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს. კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას საქმისმწარმოებლის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა) სამუშაო განრიგი: 09:00-18:00 სთ. განაკვეთი: არასრული, ორშაბათი - პარასკევი 13:00-18:00 (კვირაში 25 საათი) ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი . დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** შემოსული და გასული კორესპონდენციის, შიდა დოკუმენტაციის მომზადების, გაფორმების, აღრიცხვის, გამოყენებისა და შენახვის წესის დაცვის კოორდინაცია; ** პერსონალის პირადი საქმეების და განცხადებების მიღება, დამუშავება და წარმოება; ** კომპანიაში შემოსული და გასული კორესპონდენციის, ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, საინფორმაციო ბაზის ფორმირება, დოკუმენტის სარეგისტრაციო ან/და ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირება დადგენილი წესის შესაბამისად; ** დოკუმენტებისა და ბლანკების ფორმების შემუშავება; ** დოკუმენტების გადაცემა დირექციისა და შემსრულებლებისთვის, მათი შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება დირექციისთვის; ** დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური უზრუნველყოფა — დაბეჭდვა, ასლის გადაღება, გასული დოკუმენტების დაგზავნა; ** ინფორმაციის გაცემა შემოსულ დოკუმენტებზე, მათი შესრულებისა და გასული კორესპონდენციის დაგზავნის შესახებ; ** მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება; ** იურისტის მიერ მომზადებული ხელშეკრულებების შევსება/გადამისამართება; ** დოკუმენტების მომზადების ვადებისა და გაფორმების წესის დაცვის კონტროლი; ** სტრუქტურულ ერთეულებში საქმისწარმოების მონიტორინგი; ** შესრულებული დოკუმენტების ჩამოწერა და საქმეში მოთავსება; ** საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტების საქმეებად ფორმირება; ** საქმეთა მომზადება არქივში ჩასაბარებლად; ** საქმისწარმოებით დამთავრებული საქმეების არქივში მიღება, აღრიცხვა და დაცვა; ** არქივიდან ცნობების, ბრძანებების ამონაწერებისა და სხვა დოკუმენტების გაცემა; ** შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** საოფისე პროგრამების (MS Office: Word, Excel, outlook) ** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (მართლწერის წესების ცოდნა); ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected] . სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.