სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
Job description
სს „ვიანი“- ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი აცხადებს სამედიცინო დოკუმენტწარმოების ხარისხის კონტროლის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში. სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ზ. იარაჯულის N8 (ისანი-სამგორის რაიონი). სამუშაო გრაფიკი: 8-საათიანი სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ძირითადი მოვალეობები: სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლი; ელექტრონულ პროგრამაში არსებული ინფორმაციისა და ქაღალდმატარებელ დოკუმენტაციაში წარმოდგენილი მონაცემების შედარება/გადამოწმება; სამედიცინო ისტორიების, ფორმებისა და თანდართული დოკუმენტაციის სრულყოფისა და სისწორის კონტროლი; ხარვეზების, შეუსაბამობებისა და ნაკლული დოკუმენტაციის იდენტიფიცირება; საჭირო ინფორმაციის მოძიება და დოკუმენტაციის სრულყოფა შესაბამის ექიმებთან და განყოფილებებთან კოორდინაციით; სამედიცინო დოკუმენტაციის კორესპონდენციის მართვა; სამედიცინო დოკუმენტაციის მომზადება დანიშნულებისამებრ წარსადგენად; სამედიცინო კლასიფიკატორების შესაბამისად დიაგნოზებისა და განხორციელებული ჩარევების კონტროლი; სამედიცინო შემთხვევების შეფასება კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინები) და სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად; დადგენილი ვადებისა და რეგულაციების დაცვით დოკუმენტაციის მოწესრიგება; ხარისხობრივ ხარვეზებზე რეაგირება და პროცესების გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციების მომზადება; სამედიცინო პერსონალთან აქტიური კომუნიკაცია დოკუმენტაციის სრულყოფისა და სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად. განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება სამედიცინო მიმართულებით; სასურველია სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავს პოზიციაზე (პრიორიტეტული იქნება კლინიკაში მუშაობის გამოცდილება); აუცილებელია საოფისე კომპიუტერული პოგრამების ცოდნა; აუცილებელი პიროვნული თვისებები: დეტალებზე და შედეგზე ორიენტაცია; ორგანიზებულობა; პუნქტუალურობა; დროის ეფექტურად გამოყენება; გუნდური მუშაობის უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; ანალიტიკური/კრიტიკული აზროვნება. ჩვენ გთავაზობთ: ჯანმრთელობის დაზღვევას („იმედი-L“); თანამშრომლებისთვის ამბულატორიულ სამედიცინო სერვისებზე 50%-იან ფასდაკლებას; „GPC“-ისა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებში ფასდაკლებებს; „Fitpass“-ის აბონემენტით სარგებლობის შესაძლებლობას. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.