სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი სტომატოლოგიის მიმართულებით / არამედიკამენტების დეპარტამენტი
Job description
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელი სტომატოლოგიის მიმართულებით (არამედიკამენტების დეპარტამენტი) თუ გაქვთ სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობისა და გუნდის მართვის გამოცდილება, გსურთ სტრატეგიული პროექტების მართვა და სტომატოლოგიური მიმართულების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულება, გიწვევთ შემოუერთდეთ „ავერსი-ფარმას“ გუნდს. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები სტომატოლოგიის მიმართულებით სამედიცინო მარკეტინგის ჯგუფის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და განვითარების უზრუნველყოფა; ჯგუფის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და შესრულების კოორდინაცია; სტომატოლოგიის მიმართულებით ბრენდის ცნობადობისა და ბაზარზე პოზიციონირების ხელშეწყობა. ახალი სტომატოლოგიური კლინიკებისა და სხვა სამედიცინო დაწესებულებების მოძიება, პარტნიორული ურთიერთობების განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება; სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებების წარმოება, ხელშეკრულებების გაფორმებისა და შესრულების პროცესის კოორდინაცია; რეკომენდაციების პროცესისა და აფთიაქებში დაფიქსირებული რეცეპტების მონაცემების ანალიზი, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და შედეგების შეფასება; დაქვემდებარებული მენეჯერების საქმიანობის მართვა, მიზნების განსაზღვრა, შედეგების შეფასება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა; მარკეტინგულ გუნდთან და მომწოდებლებთან თანამშრომლობით სარეკლამო, საგანმანათლებლო და პროფესიული აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება; საქმიანობის შედეგების ანალიზი, ანგარიშგების მომზადება და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა. საკვალიფიკაციო მოთხოვნები უმაღლესი განათლება სამედიცინო ან მონათესავე მიმართულებით; სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება; გუნდის მართვის გამოცდილება; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; ინგლისური ენის ცოდნა არანაკლებ B2 დონის ჩაითვლება უპირატესობად; MS Office-ის პროგრამების ცოდნა (Word, Excel, PowerPoint). ლიდერული და გუნდის მართვის უნარი; მოლაპარაკებებისა და პარტნიორული ურთიერთობების ეფექტურად მართვის უნარი; სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნება; მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; დაგეგმვის, ორგანიზებისა და პრიორიტეტების მართვის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; ინიციატივიანობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი. განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 04.09.2026 წელი. ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1576); +995 577 399 829 შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან. CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება. ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/67EW1PsEU5