TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი

მედეგი სთილ თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Sep 02, 2026

Job description

კომპანია „მედეგი სთილ“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ზოოვეტის დასახლება თუ გაქვთ სამშენებლო მასალების გაყიდვების გამოცდილება, კარგად ფლობთ მოლაპარაკებების წარმოების უნარს და ორიენტირებული ხართ შედეგზე, გიწვევთ ჩვენს გუნდში. ძირითადი მოვალეობები: ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, პოტენციური კლიენტების (სამშენებლო ობიექტები, დეველოპერული კომპანიები და საცალო/საბითუმო სავაჭრო წერტილები) მოძიება და ბაზრის გაფართოება; არსებულ კლიენტებთან ეფექტური თანამშრომლობის შენარჩუნება, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქცის შეთავაზება; კლიენტებთან საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და მოლაპარაკებების წარმოება; პროდუქციის წარდგენა, კონსულტაციის გაწევა და შესაბამისი შეთავაზებების მომზადება; კომერციული შეთავაზებების მომზადება, შეკვეთების გაფორმება და მიწოდების პროცესის კოორდინაცია; საჭიროების შემთხვევაში საქართველოს რეგიონებში მივლინება ახალი კლიენტების მოძიებისა და გაყიდვების განვითარების მიზნით; შესრულებული სამუშაოს შესახებ ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სამშენებლო მასალების გაყიდვების სფეროს მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; სამშენებლო მასალების სპეციფიკისა და პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა; გაყიდვებისა და მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი; ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების უნარები; MS Office-ის პროგრამების საბაზისო ცოდნა. უპირატესობად ჩაითვლება: ინგლისური და/ან რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა; სამშენებლო სექტორში არსებული კონტაქტებისა და პარტნიორთა ბაზის ქონა. ჩვენ გთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურება – ფიქსირებული ხელფასი + პროცენტი რეალიზაციიდან; პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობა; სტაბილური და მეგობრულ სამუშაო გარემო. თუ მზად ხართ გახდეთ „მედეგი სთილის“ გუნდის წევრი, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამშენებლო მასალების გაყიდვების მენეჯერი.