TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საოპერაციოს ექთნის თანაშემწე

საოპერაციოს ექთნის თანაშემწე

Posted Jul 07, 2026 1 day ago apply by Jul 30, 2026

Job description

შპს ,,აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციოს ექთნის თანაშემწის თანამდებობაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა. ძირითადი მოვალეობები: პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა კლინიკაში დადგენილი სამედიცინო სტანდარტების შესაბამისად; პროცედურასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება; პიროვნული კომპეტენციები/უნარები: სამუშაო გრაფიკი: 24 სთ-იანი მორიგეობა. კომუნიკაბელურობა; ორგანიზებულობა; კეთილსინდისიერება და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი ავტობიოგრაფია (CV) ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,საოპერაციოს ექთნის თანაშემწე''. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით. გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის“ მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.