სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი
Job description
ონლაინ მაღაზია Vitavida აცხადებს ვაკანსიას სატელეფონო გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ძირითადი მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა; გამართულად მეტყველების უნარი; მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Windows, MS Word, Excel, Outlook, Internet); ძირითადი მოვალეობები: პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით; მომხმარებლებისთვის პროდუქტის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება; შემოსული პრეტენზიების დაფიქსირება და მათი მოგვარების უზრუნველყოფა; ლოგისტიკის განყოფილებასთან ურთიერთთანამშრომლობა; პროდუქტის გაყიდვა და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა; CRM პროგრამაში შეკვეთების დამუშავება. პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდური მუშაობის უნარი. სამუშაო გრაფიკი 10:00 საათიდან 19:00-მდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ხელფასი: ფიქსირებული 1000 ლარი + ბონუსი. ოფისი მდებარეობს ავლაბრის მეტროსთან. დაინტერესებულმა პირებმა, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. გისურვებთ წარმატებებს!