საწყობის დამხმარე
Job description
კომპანია "ზედაზენი 2012" აცხადებს ვაკანსიას საწყობის დამხმარის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: გორი დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი შპს "ზედაზენი 2012"-ის შესახებ შპს "ზედაზენი 2012" არის სს "ქართული ლუდის კომპანიის" 100%-იანი შვილობილი დისტრიბუციის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პროდუქციის ეფექტურ მიწოდებას საქართველოს მასშტაბით. კომპანია მართავს ფართო და მრავალარხიან დისტრიბუციის ქსელს და თანამშრომლობს როგორც ქსელურ, ისე დამოუკიდებელ საცალო სავაჭრო ობიექტებთან. ოპერაციული პროცესების მაღალი სტანდარტითა და ბაზრის ღრმა ცოდნით, "ზედაზენი 2012" უზრუნველყოფს ბრენდების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას ქვეყნის ყველა რეგიონში. ძლიერი ლოგისტიკური ინფრასტრუქტურისა და გაყიდვების გუნდების მეშვეობით, კომპანია მნიშვნელოვან როლს ასრულებს სს "ქართული ლუდის კომპანიის" კომერციული მიზნების მიღწევაში და ბაზარზე პოზიციების გაძლიერებაში. ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ** საწყობის მოწესრიგებული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ** ტვირთების დაცლა, დასაწყობება და დატვირთვა; ** საწყობის შიდა წესრიგისა და პროცედურების დაცვა; ** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების დროული და ზუსტი შესრულება. განაცხადის წარდგენა დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] . გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ: საწყობის დამხმარე - გორი. სხვა შემთხვევაში განაცხადი შესაძლოა არ განიხილებოდეს. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენი CV-ის გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შერჩევის პროცესის მიზნებისთვის. თქვენი მონაცემები შესაძლოა შენახულ იქნეს და გამოყენებულ იქნას კომპანიის სხვა შესაბამისი ვაკანსიების განხილვისთვისაც. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ წერილობით გვაცნობოთ ელფოსტაზე: [email protected] , თქვენი სახელისა და გვარის მითითებით.