TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი

საწყობის ოპერატორი-დისპეჩერი

Midea გარდაბანი, რუსთავი ქართული
Posted Jul 24, 2026 1 day ago apply by Aug 22, 2026

Job description

შპს „ემტექნიკსი“ აცხადებს ვაკანსიას „ საწყობის ოპერატორი - დისპეჩერის “- პოზიციაზე ფუნქცია-მოვალეობები: 1C სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობა (კერძოდ: საწყობიდან გასული საქონლის რეალიზაციაზე ზედნადების გააქტიურება, საჭიროების შემთხვევაში კორექტირება და დასრულება); უკან დაბრუნებლი საქონლის მიღება და ზედნადების გააქტიურება/დასრულება; საწყობიდან სხვა ობიექტებზე გადაზიდული საქონლის შიდა გადაზიდვის ზედნადების გააქტიურება/დასრულება/კორექტირება. მიღებულ საქონელზე შესყიდვის დოკუმენტის აღრიცხვის კოორდინატორისთვის მიწოდება, შესაბამისი ნაშთის არ არსებობის შემთხვევაში შესყიდვების სამსახურის უფლებამოსილი პირის წერილობითი ინფორმირება; რეალიზებული პროდუქციის ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტების, ზედნადებების შენახვა-დაარქივება; საწყობიდან რეალიზებულ პროდუქციაზე საგარანტიო ტალონების შევსება, მძღოლისთვის, ყიდველისთვის გადაცემა; რეალიზებული პროდუქციის დაგეგმილი მიწოდების ვადის ცვლილების თაობაზე, გაყიდვების სამსახურის/ მონიტორინგის ოპერატორის დაუყოვნებლივი ინფორმირება. აღრიცხვის კოორდინატორთან ერთად მისამართების ამოღება-დაგეგმვა-გადანაწილება; საწყობის მენეჯერისთვის პროგრამული ნაშთების მიწოდება; დანაკლისი-ზედმეტობის აღმოჩენის შემთხვევაში, საწყობის მენეჯერის და აღრიცხვის კოორდინატორის დახმარება პროგრამულ ნაწილში; თვეში ერთხელ მძღოლების მიერ განხორციელებული მიწოდების რეპორტების ამობეჭდვა/მიწოდება საწყობის მენეჯერისთვის, ფინანსური დეპარტამენტისთვის; საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დავალებების შესრულება. პიროვნული თვისებები: კომუნიკაბელურობა; სისხარტე; თავაზიანობა; პასუხისმგებლობის გრძნობა; დისციპლინირებულობა; გუნდური მუშაობის უნარი ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1500 ლარი დღეში ერთჯერადი კვების საფასური 7 ლარის ოდენობით. სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 10-დან 18 საათამდე. შაბათი მოკლე სამუშაო დღე 10-დან 15 საათამდე. ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ასეთის არსებობის შემთხვევაში. სამუშაო ადგილი: გიგანტის დასახლება,სოფელი კრწანისი. ტრანსპორტირება სამგორიდან. დეტალური ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ბმულზე: https://midea.selfrecruit.ge/s/giIT