TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის სკანირების სპეციალისტი

საწყობის სკანირების სპეციალისტი

გუდვილი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

"გუდვილი" - პირველი ჰიპერმარკეტების ქსელია საქართველოში. გთავაზობთ კომფორტულ გარემოს, პროდუქტის ფართო არჩევანსა და ხარისხის მუდმივ კონტროლს. გამოირჩევა საკუთარი წარმოების უგემრიელესი მზა კერძებით, ხორცპროდუქტითა და საკონდიტრო ნაწარმით. ,,გუდვილი’’ საკვები და არასაკვები პროდუქტის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ბულგარეთიდან და უკრაინიდან. ჰყავს 300-ზე მეტი კორპორატიული კლიენტი. ასევე, გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის ქეითერინგისა და სადღესასწაულო მომსახურებას. " გუდვილი " აცხადებს ვაკანსიას საწყობის სკანირების სპეციალისტის პოზიციაზე. გაეცანი პირობებს და შემოუერთდი ჩვენს გუნდს! ფუნქცია-მოვალეობები: დოკუმენტის მიხედვით პროდუქციის პროგრამაში გატარება და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში სკანირების პროცესის დამთავრებამდე უშუალო ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება; სკანერზე გატერებული პროდუქციის შესაბამისობის დადგენა მიღებულ ანგარიშფაქტურასთან; შეფუთული პროდუქციის გადატანა ტვირთამწის გამოყენებით საწყობის ტერიტორიაზე განსაზღვრულ ადგილას; დაზიანებული და გაყიდივისთვის უვარგისი პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მისი აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის შეტყობინება; სკანერზე გატარებული პროდუქციის შეფუთვის და დასაწყობების დავალება მუშისთვის; იმპორტირებული პროდუქციის სატვირთოდან ჩამოცლა, დახარისხება საქონლის აღრიცხვიანობისთვის და სახეობების მიხედვით შესაბამის სექციაში გადატანა ტვირთამწის გამოყენებით. ძირითადი მოთხოვნები: მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; პასუხისმგებლობის გრძნობა; გუნდურად მუშაობის უნარი. სამუშაო პირობები: გრაფიკი: 40 სამუშაო საათი კვირაში; ანაზღაურება: საათობრივი + ეფექტური საბონუსე სისტემა; ლოკაცია: დიღომი; ანაზღაურება გაიცემა თვეში ორჯერ. ჩვენ გთავაზობთ: კარიერული განვითარების შესაძლებლობას; მოქნილ სამუშაო გრაფიკს; გუდვილის ფასდაკლების ბარათს; ჯანმრთელობის დაზღვევას, რომელსაც სრულად ანაზღაურებს კომპანია; Fitpass ბარათს. დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 200 712 გისურვებთ წარმატებას! ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/BQvJgNLd