TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის თანამშრომელი

საწყობის თანამშრომელი

DNS თბილისი ქართული
Posted Aug 05, 2026 20h ago apply by Aug 20, 2026

Job description

კომპანია DNS აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ლოკაცია: თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი. თბილისი მოლი კომპანიის შესახებ DNS — საერთაშორისო საცალო ქსელია, რომელიც სპეციალიზდება საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის რეალიზაციაში და წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერს ბაზარზე ЕАЭС-ის ქვეყნებში. ჩვენი მიზანია ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფართო ასორტიმენტის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქციის მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფით და მაღალი დონის სერვისის შეთავაზებით. გაფართოების ფარგლებში ვაცხადებთ ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე. ძირითადი მოვალეობები: საქონლის მიღება და რაოდენობისა და ხარისხის შემოწმება პროდუქციის განთავსება საწყობში კომპანიის სტანდარტების დაცვით საქონლის გაცემა სავაჭრო დარბაზში შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე საწყობის ნაშთების კონტროლი და ინვენტარიზაციაში მონაწილეობა საწყობში წესრიგისა და სისუფთავის უზრუნველყოფა მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია) პასუხისმგებლობისა და ორგანიზებულობის მაღალი დონე დისციპლინირებულობა გუნდური მუშაობის უნარი ფიზიკურად აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის მზადყოფნა სამუშაო პირობები: 5 სამუშაო დღე კვირაში 8-საათიანი სამუშაო სმენა 2 დასვენების დღე ანაზღაურება: 1400 ლარამდე (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით) დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] -ზე ან WhatsApp-ით +995 558688558-ზე. სათაურის ველში მიუთითეთ: „საწყობის თანამშრომელი“.