საწყობის თანამშრომელი
Job description
კომპანია "ტექნო მოლი" ( https://technomall.ge/ ) ( https://www.facebook.com/technomall.georgia ) რეგიონში ყველაზე დიდი ელექტრო, სამშენებლო და ბაღის ინსტრუმენტების მაღაზიაა, რომელიც აერთიანებს ისეთ ბრენდებს, როგორიცაა: BOSCH, MILWAUKEE, MAKITA, TOTAL, COOFIX, LUTIAN, CROWN, DEWALT და სხვა. „ტექნო მოლი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე ბათუმში . ძირითადი მოვალეობები: საწყობში შემოსული პროდუქციის აღრიცხვა და დასაწყობება; პროდუქციის მითვლა, გაცემა, ზედნადების შედარება, დოკუმენტაციასთან მუშაობა; წუნდებული პროდუქციის აღრიცხვა; მაღაზიის სასაქონლო მარაგების პერიოდული აღწერა; ნაშთების კონტროლი და რეპორტების მომზადება. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ტექნიკის სფეროში მუშაობის გამოცდილება და ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა. სამუშაო ადგილი: ბათუმი, ალექსანდრე სულაბერიძის 80-82 სამუშაო გრაფიკი: 40სთ კვირაში ანაზღაურება: 1000 ₾ 50%-იანი ფასდაკლება Element Fitness-ის ულიმიტო აბონიმენტზე თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ აღნიშნულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება “საწყობის თანამშრომელი”.