TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის უფროსი

საწყობის უფროსი

ზოომარტი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

საქართველოში წამყვანი ზოომაღაზიების ქსელი "ზოომარტი" დაარსდა 2014 წელს. კომპანია აერთიანებს საცალო ფილიალებსა და ონლაინ გაყიდვების არხებს, მუშაობს საერთაშორისო ბრენდებთან და მართავს ფართო ასორტიმენტს სხვადასხვა კატეგორიაში. ის არის იმპორტიორი ისეთი ცნობილი ბრენდების როგორიც არის Affinity Petcare (Advance, Brekkies), Nature's Variety, Champion Petfoods (Acana, Orijen), Josera, Ferplast, KONG, Morando SPA, Versele-laga, Animology, Moderna, Applaws, Canvit, Dorian, Animonda, Antos, Wanpy, Flexi, Catzone, Earth Rated, Inodorina, Oxbow. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ფეისბუქის გვერდს: https://www.facebook.com/zoomart.ge კომპანია ,, ზოომარტი ’’ აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის პოზიციაზე სამუშაო განრიგი: სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი; სამუშაო საათები: 09:30 – 18:00; ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ნესტან-დარეჯანის N31; ანაზღაურება: კონკურენტული ანაზღაურება, რომელიც განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე; ფუნქცია-მოვალეობები: საწყობის გუნდის მართვა, კოორდინაცია და დელეგირება ფილიალების საწყობიდან ყოველდღიური მომარაგების პროცესისა და მასში ჩართული გუნდის მართვა და კონტროლი პროდუქციის მიღების, გაცემისა და დასაწყობების პროცესების კონტროლი პროდუქციის განლაგება FIFO პრინციპის დაცვით მარაგების და პროდუქციის ვადების რეგულარული მონიტორინგი აღწერების დაგეგმვა, კოორდინაცია და შედეგების ანალიზი საწყობის დოკუმენტაციის წარმოება (ზედნადებები, დაბრუნება, დანაკარგის აქტები და სხვ.) ჩამოსაწერი და დაზიანებული პროდუქციის იდენტიფიცირება და მართვა საწყობის სისუფთავის, წესრიგის და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა იმპორტირებულ საქონელზე რაოდენობრივი გადახრების დროული კონტროლი საწყობის შიდა პროცესების ანალიზი და ოპტიმიზაციის ინიციატივა ხარჯების კონტროლი და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან სამუშაოსთვის საჭირო კვალიფიკაცია: უმაღლესი განათლება მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიური პოზიციის მართვის 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Excel, Word, Outlook) გუნდური მუშაობის და თანამშრომლების მართვის პრაქტიკული გამოცდილება (მინ. 5–10 ადამიანი) საწყობის დაგეგმარების, FIFO/FEFO და ინვენტარიზაციის პროცესების საფუძვლიანი ცოდნა ელექტრო დამტვირთავებთან უსაფრთხო მუშაობის წესების ცოდნა (უპირატესობად ჩაითვლება) რას გთავაზობთ ჩვენ: მეგობრული და პროფესიონალი გუნდის წევრობა ტრენინგები და გადამზადება სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე ინიციატივების წახალისება და თანამშრომელთა ჩართულობის ხელშეწყობა სტაბილური და კომფორტული სამუშაო გარემო კორპორატიული დაზღვევა თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: [email protected] გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ,,საწყობის უფროსი“ წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ შევსებული ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანდა რეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. კომპანია ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე. მონაცემების შენახვის ვადაა ერთი წელი.