TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / საწყობის უფროსის დამხმარე

საწყობის უფროსის დამხმარე

ჯორჯიან ვენდინგ გრუპი თბილისი hr.ge ქართული
Posted Jul 03, 2026 20h ago apply by Aug 01, 2026

Job description

შპს ჯორჯიან ვენდინგ გრუპი გახლავთ ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში ევროპული სავაჭრო აპარატების განთავსებაში. ჩვენს კომპანიას გააჩნია ექსკლუზიური უფლება ესპანური კომპანია Azkoyen-ისგან (რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სავაჭრო აპარატების (vending machines) ერთ-ერთ უძლიერეს მწარმოებელს მსოფლიოში) საქართველოს ტერიტორიაზე ვენდინგ მანქანების განთავსებაზე, მომსახურეობასა და განვითარებაზე. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია 600 მდე სავაჭრო აპარატი (სნეკის და ყავის), რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მაშტაბით. შპს "ჯორჯიან ვენდინგ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსის დამხმარის პოზიციაზე. კომპანიის მოთხოვნები და პირობები: სამუშაო ადგილი - თბილისი ანაზღაურება - 1500 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) შესასრულებელი სამუშაო: საწყობიდან პროდუქციის მიღება/გადატვირთვის დოკუმენტების სიზუსტის კონტროლი საქონლის დაცლა/დატვირთვის პროცესში მონაწილეობა საწყობის აღწერის პროცესში მონაწილეობის მიღება. პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა პუნქტუალურობა შრომისმოყვარეობა ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი კომუნიკაბელურობა გუნდურობა დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.