სავაჭრო წარმომადგენელი /პრესეილერის
Job description
შპს "კინგ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრესეილერის) პოზიციაზე ქ. ქუთაისი ძირითადი მოვალეობები: ახალი სავაჭრო ობიექტების მოძიება, მოზიდვა და ქსელის გაფართოება; არსებულ და ახალ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმართვა და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება; კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება; სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების დროული მიღება, გაფორმება და სისტემური დამუშავება; ობიექტებში პროდუქციის ნაშთების კონტროლი და ოპერატიული ანალიზი; სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის საუკეთესო წარმოდგენის უზრუნველყოფა (მერჩენდაიზინგი); ობიექტების დებიტორული დავალიანებების მუდმივი კონტროლი და თანხების დროული ამოღება; კომპანიის მიერ დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა და აქციების განხორციელება ობიექტებზე; გაწეული მუშაობის შესახებ ყოველდღიური რეპორტინგის წარმოება ხელმძღვანელთან. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება; B კატეგორიის მართვის მოწმობა; უძრავი ქონებით უზრუნველყოფა (50 000 ლარის ღირებულების); ეფექტური მოლაპარაკებების წარმოებისა და პროდუქციის პრეზენტაციის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრობლემური სიტუაციების სწრაფად მოგვარების უნარი; ანაზღაურება და სამუშაო პირობები: ფიქსირებული ხელფასი: 1500 ლარი; ყოველთვიური ბონუსი გეგმის შესრულებისას: +1000 ლარი და მეტი; კომპანიის მფლობელობაში არსებული ავტომობილი და საწვავის სრული უზრუნველყოფა (ლიმიტი); 5-დღიანი სამუშაო კვირა (დასვენება: შაბათი და კვირა). დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: [email protected] ან დაგვიკავშირდით: +995 591 21 10 00 გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.