TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის / სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი

სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის / სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის სპეციალისტი

Posted Jul 13, 2026 12h ago apply by Jul 19, 2026

Job description

სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტის პოზიციაზე. პოზიციის დასახელება: სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის (სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის) სპეციალისტი ადგილების რაოდენობა: 1 სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი განცხადების მიღების ბოლო ვადა: 19 ივლისი სამუშაო ადგილი: სენაკის ტექნოპარკი (სენაკი, წერეთლის ქუჩა 8.). მოვალეობები: სენაკის ტექნოპარკის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიის (ფაბლაბი) მომხმარებლებისათვის მომსახურებისა და ტექნიკური მხარდაჭერის გაწევა პროტოტიპირებისა და ტექნოლოგიური დანადგარების გამოყენების პროცესში; სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბში ტრენინგებისა და სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო და საკონკურსო აქტივობების ინიცირება, დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; სენაკის ტექნოპარკის მენეჯერის საქმიანობის მხარდაჭერა; სენაკისტექნოპარკის ფაბლაბის აქტივობების პოპულარიზაციაში მონაწილეობის მიღება, პრეზენტაციებისა და სხვა აქტივობების საშუალებით; სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის დანადგარების მოვლა-პატრონობისა და გამოყენების წესების შესწავლა, გათვალისწინება და გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; სენაკის ტექნოპარკის ფაბლაბის ლოგისტიკის, ინვენტარისა (ხელსაწყოები, ინსტრუმენტები, ა.შ.) და ტექნიკის მართვა; ფაბლაბის საწყობის მარაგების მართვა; სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან და შესაბამის მენეჯერებთან კოორდინაციით, დანადგარების სახარჯი მასალებითა და საჭირო ხელსაწყოებით მომარაგების უზრუნველყოფა; ფაბლაბში მოწესრიგებული, უსაფრთხო და ორგანიზებული სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა; ვიზიტები თბილისისა და სხვა რეგიონულ ტექნოპარკებში საჭიროებისამებრ, ადმინისტრაციული და სასწავლო მიზნებისათვის; პერიოდული ანგარიშების მომზადება და მენეჯერისთვის წარდგენა; სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად. მინიმალური განათლება: ბაკალავრის ხარისხი (ტექნიკური, საინჟინრო, დიზაინის ან ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით). სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. დამატებითი მოთხოვნები: ინგლისური ენისა და Microsoft Office-ის ცოდნა; გრაფიკული ან/და საწარმოო დიზაინის, 2D/3D მოდელირების პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; პროგრამირებად დაზგა-დანადგარებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; ელექტრონიკასა და ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; სამუშაო გამოცდილება ინოვაციური მეწარმეობისა და ტექნოლოგიების სფეროში ჩაითვლება უპირატესობად; მომხმარებლებთან ურთიერთობის, საჯარო პრეზენტაციების მოწყობისა და ტრენინგების ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად. უნარ-ჩვევები: ორგანიზებულობა; პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი; შედეგზე ორიენტირებულობა; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; დეტალებზე ორიენტირება; ზეპირი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები; გუნდური მუშაობის უნარი; ნოვატორული და კრეატიული აზროვნების უნარი. დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „მარტივი გამოხმარების“ ღილაკის საშუალებით. განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 ივლისი , 2026.