TechGeo 🔔 Track jobs on Gurify
TechGeo / SEO Specialist

SEO Specialist

10xSEO.GE Georgia Remote ქართული
Posted Jul 09, 2026 2h ago apply by Aug 09, 2026

Job description

" 10xSEO.ge " ვიზრდებით და გუნდში ვეძებთ SEO სპეციალისტს , რომელიც მზადაა რეალურ, გაზომვად შედეგებზე იმუშაოს — როგორც ქართულ, ისე საერთაშორისო პროექტებზე. პოზიცია არის სრულად დისტანციური, რადგან ვართ Remote გუნდი - განვიხილავთ როგორც სრულ ასევე ნახევარ-განაკვეთს. რას გთავაზობთ: ** კარგ, სასიამოვნო გუნდს და გამართულ სისტემას, მუშაობა გაგისწორდება ** საერთაშორისო პროექტებს — კლიენტები საქართველოდან, აშშ-დან, ევროპიდან და ახლო აღმოსავლეთიდან ** AEO/GEO მიმართულებას — იმუშავებ AI ძიებაში ხილვადობაზე (ChatGPT, AI Overviews, Perplexity) ** მასშტაბურ და დინამიკურ კამპანიებს, სადაც შენი შედეგი პირდაპირ ჩანს ** მენტორინგსა და მუდმივ პროფესიულ განვითარებას რას ველით: ** გამოცდილება SEO-ში: Middle — მინიმუმ 2 წელი, Senior — 3+ წელი ** პროექტზე დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება და ქეისები გაზომვადი შედეგებით (ორგანული ტრეფიკის ზრდა, პოზიციები, კონვერსიები) — განაცხადში აუცილებლად მოგვწერე ** ინგლისური ენა: სასაუბრო დონეზე, თავისუფლად (უცხოელ კლიენტებთან პირდაპირი კომუნიკაცია გექნება) ** უპირატესობად ჩაითვლება სააგენტოში მუშაობის გამოცდილება როგორ დაგვიკავშირდე: საკონტაქტო ელფოსტა - [email protected]