სერვის ადმინისტრატორი-მითერი
Job description
განვითარება, მხარდაჭერა, შედეგიანობა და შინაგანი სიმშვიდე ის ღირებულებებია, რომლებიც ჩვენს კორპორაციულ კულტურას ქმნიან. "იმედი L"-ში დასაქმება გულისხმობს სტაბილურობას, სიახლეებს და ცოდნის უწყვეტ გაზიარებას. ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ღირებულებებს და ერთად კიდევ უფრო ბევრ წარმატებას მივაღწევთ! "იმედი L" ა ცხადებს ვაკანსიას სერვის ადმინისტრატორი - მითერის პოზიციაზე. ანაზღაურება: 800 ლარი; სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 53ა სამუშაო განრიგი : ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 / 09:00-17:00 ; ყოველი მეორე შაბათი 10:00-14:00; ჩვენ გთავაზობთ: პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს; კარიერული განვითარების შესაძლებლობას; პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამებს; ჯანმრთელობის დაზღვევას და სხვა კორპორაციულ ბენეფიტებს. ძირითადი მოვალეობები: სერვის ცენტრში შემოსული მომხმარებლების დახვედრა, მოთხოვნის გამოვლენა და სწორი გადამისამართება; ცნობების გაცემაზე დავალების მიღება და მომზადება; მომსახურების სტანდარტის დაცვით მომხმარებელთა მომსახურება,წარმოშობილი რიგების მართვა; საკვალიფიკაციო მოთხოვნები: უმაღლესი განათლება; სასურველია მომსახურების სფეროში 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე; MS Office პროგრამების ცოდნა. აუცილებელი უნარები: ეფექტური კომუნიკაციის უნარი; თავაზიანი და სერვისზე ფოკუსირებული; გუნდური მუშაობის უნარი; დროის მართვის უნარი; პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა. ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე/(CV) სადაზღვევო კომპანია "იმედი L" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას. ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/N1SGaUQ