სერვის მენეჯერი
Job description
Milanese Bistro აცხადებს ვაკანსიას სერვის მენეჯერის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: სრული ძირითადი მოვალეობები: სერვისის სტანდარტების მართვა: დარბაზის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; მომსახურების მაღალი ხარისხის დანერგვა და კონტროლი. გუნდის ლიდერობა: მიმტანებისა და ბარმენების მართვა, ახალი თანამშრომლების ადაპტაცია და ტრენინგი. სტუმრებთან ურთიერთობა: სტუმრების მიღება, მათი კმაყოფილების მონიტორინგი და ნებისმიერი არასტანდარტული სიტუაციის/პრეტენზიის პროფესიონალურად მოგვარება. საოპერაციო პროცესები: სალარო ოპერაციების კონტროლი, დარბაზის ინვენტარისა და სისუფთავის ზედამხედველობა. მარკეტინგული აქტივობები: სამზარეულოსთან და ბართან კოორდინაციით, სპეციალური შეთავაზებებისა და იტალიური გასტრონომიული დღეების მხარდაჭერა დარბაზში. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სარესტორნო სფეროში (სასურველია პრემიუმ ან კონცეპტუალურ ობიექტებში) მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე. გუნდის მართვისა და მოტივირების უნარი. ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი ფლობა. სასურველია სარესტორნო პროგრამების ცოდნა (მაგ.fina ან მსგავსი). მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. რას ვთავაზობთ: კონკურენტულ ანაზღაურებას 1800 პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას. მეგობრულ და დინამიურ სამუშაო გარემოს. უფასო კვებას. გრაფიკი 5/2-ზე CV გამოგვიგზავნეთ მეილზე: [email protected] სათაურში მიუთითეთ -სუპერვაიზერი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით: +995555090011 გისურვებთ წარმატებას!